ვებლანდია გლობალური ლიდერის, Acquia-ს პარტნიორია

ტეგები: #Acquia Partner #Georgia


სტუდია “ვებლანდიამ” მცირე ხნის წინ მოიპოვა Acquia-ს ოფიციალური პარტნიორის სტატუსი. Acquia გახლავთ Drupal-ის უმსხვლილესი პროვაიდერი მსოფლიოში. "ვებლანდია" კი, პირველი მოქმედი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.

პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში Acquia გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ მათი ცოდნა ჩვენი კომპანიის და კლიენტების სასარგებლოდ, ვისარგებლოთ მათ მიერ დანერგილი სხვადასხვა სერვისებით, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია პირდაპირი ტექნიკური მხარდაჭერის და კონსულტაციების მიღება, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი მომსახურების ხარისხს და მასშტაბებს. ასევე, შესაძლებლობა გვეძლევა ჩავატაროთ სხვადასხვა სახის ტრეინინგები, რაც დაეხმარებათ ქართველ დეველოპერებს აიმაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია უმძლავრესი Open Source პლატფორმის გამოყენებაში და გახდნენ Drupal-ის სერთიფიცირებული დეველოპერები. ყოველივე ეს კიდევ უფრო აახლოვებს “ვებლანდიას” იმ ხარისხთან და სტანდარტებთან, რასაც Acquia გლობალურ დონეზე სთავაზობს თავის კლიენტებს.

გამოხმაურება მედიაში:

presa.ge

amboben.ge


Awwwards
Web Guru Css Reel