შემო-ჯღაბნე! - შემოდი, დაჯღაბნე და გაიმარჯვე

ტეგები: #Doodle Art #Doodlers #კონკურსი #შემო-ჯღაბნე #ჯღაბნის ხელოვნება


"შემოდი, დაჯღაბნე და გაიმარჯვე!" - ამ სლოგანით ვებლანდია აგრძელებს სახალისო კონკურსების თემას და ამჯერად დიზაინერების, მხატვრების, ილუსტრატორებსა და უბრალოდ მჯღაბნელებისთვის ვატარებთ ჯღაბნის ხელოვნების კონკურს "შემო-ჯღაბნე" =)

სად დავჯღაბნო?

ზოგიერთმა თქვენგამა ალბათ უკვე აღმოაჩინა საიტის მთავარ გვერდზე დაფა სხვადასხვა ნახატებით. შეიძლება მოგინდათ კიდეც, რომ ჩვენი ვებ გვერდი "Doodle art" სტილში თქვენი გემოვნებითვე  გაგეფორმებინათ? ვებლანდიამ მჯღაბნელებისთვის სიურპრიზები მოამზადა. გინდათ ჯღაბნა? საჩუქრები? გამარჯვება, ან უბრალოდ გართობა? მაშინ, გადადით მთავარ გვერდზე და დაფის ქვედა მარცხენა კუთხეში მაგიდაზე სპეციალურ ცარცებს აღმოაჩენთ. აიღეთ ცარცი მაუსით და როგორც კი დაფა არსებული ნახატებისგან გასუფთავდება, შეგიძლიათ დაიწყოთ ჯღაბნა პლანშეტით, მაუსით, ხელით, ან ნებისმიერი საშუალებით. არ არსებობს არანაირი თემატური შეზღუდვა. მოამზადეთ ჩვენი ვებ გვერდის გაფორმების თქვენებური ვერსია, გამოაგზავნეთ თქვენი დუდლები ჩვენს საიტზე და დაელოდეთ მის განთავსებას საკონკურსო ალბომში.

რატომ ვჯღაბნო?

ჯღაბნის ოსტატი - სასაჩუქრე ბარათები კინოთეატრ რუსთაველსა (100 ლარი) და წიგნის მაღაზია ბიბლუსში (50 ლარი).

ხალხის რჩეული - წიგნის მაღაზია ბიბლუსის 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

ნებისმიერი მონაწილეს, რომელიც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გამოთქვამს სურვილს და მინიმუმ 30 მოწონებას მაინც დააგროვებს ვეპატიჟებით ლუკა პოლარეს ნაყინზე ^_^

ნომინაციაში - "ხალხის რჩეული" გამარჯვებული ლაიქების რაოდენობით გამოვლინდება, ჯღაბნის ოსტატს კი თავად ვებლანდიელები გამოავლენენ.

როდის ვჯღაბნო?

"შემო-ჯღაბნე" დაიწყება 5 ოქტომბერს და ნამუშევრების მიღება 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 15 ოქტომბრიდან ყველა შემოსული ნამუშევარი ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განთავსდება. ხალხის რჩეული ლაიქების რაოდენობის საფუძველზე ნამუშევრების მიღების დასრულებიდან თხუთმეტი დღის ვადაში შეირჩევა, ხოლო ჯღაბნის ოსტატს ჩვენი ჟიური დაასახელებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ნებისმიერ მსურველს. ჩვენთვის მთავარი სახალისო პროცესია ^_^


Awwwards
Web Guru Css Reel