კონკურსი - იპოვე ასოციაცია

ტეგები: #კონკურსი #აღმოჩენა #საჩუქრები


ალბათ უკვე შეამჩნიეთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული სხვადასხვა ილუსტრაციები და დამალული დეტალები. ზოგიერთი მათგანი აშკარად ჩანს ზოგიერთი დეტალის აღმოჩენას კი მეტი დაკვირვება და სისხარტე სჭირდება.

ვებლანდია გთავაზობთ კონკურს ყველაზე დაკვირვებული, გონებამახვილი და სწრაფი ვიზიტორის გამოსავლენად - იპოვეთ ყველაზე მეტი სიმბოლო ჩვენს საიტზე, რომელიც ლიტერატურასთან, მუსიკასთან, კინოსთან, ასტრონომიასთან, ან ზოგადად მეცნიერებასთან ასოცირდება. მოცემული ბლოგპოსტის ქვეშ კომენტარების ველში დაასახელეთ აღმოჩენილი სიმბოლოები და ის თუ რასთან ასოცირდებიან ისინი.

გამარჯვებისთვის მონაწილემ მინიმუმ 5 სწორი ასოციაცია უნდა დაასახელოს. გაითვალისწინეთ რომ ჩასწორებული პასუხები არ მიიღება.

საჩუქარი:

იმ კომენტარის ავტორს, რომელიც პირველი გამოავლენს ყველა ასოციაციას, ან უბრალოდ ის ვინც 20 ოქტომბრამდე ყველაზე მეტ ასოციაციას მიაკვლევს ჩენს საიტზე საჩუქრად გადაეცემა კინოთეატრ რუსთაველის 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ^_^

ვებლანდიის გუნდი წარმატებულ მონაწილეობას გისურვებთ! ^_^


Awwwards
Web Guru Css Reel